Saturday, October 10, 2009

გორის მცენარეთა საფარის კვლევა


პროექტის მიზანია: ქ. გორში გავრცელებული მცენარეების შესწავლა, აღწერა და ანალიზი. გორში გავრცელებული მცენარეები გამოირჩევიან დიდი მრავალფეროვნებით.მაგალითად გორის კულტურის და დასვენების პარკში მრავალი იშვიათი და ენდემური მცენარეა. პროექტის მთავარი მიზანია გორის და მისი მიმდებარე ტერი-ტორიების მცენარეთა სამყაროს შესწავლა, ანალიზი და შემდგომი ინტერპრეტაცია. პროექტში ჩართული მოსწავლეები მუშაობის დაწყებამდე წინასწარ სათანადოდ ემზადებიან: ეცნობიან შესაბამის ლიტერატურას, ისტ-ის გამოყენებით ინტერნეტში მოიძიებენ სათანადო ინფორმაციას, ეცნობიან პრაქტიკული მუშაობის წესებს. შემდეგ მიმდინარეობს უშუალოდ პროექტის თემაზე მუშაობა, რომლის დამთავრების შემდეგ ხდება მოპოვებული ინფორმაციის შეჯერება-დამუშავება. ყოველივე ამის შემდეგ მოსწავლეები ახდენენ პროექტის პრეზენტაციას.
პროექტი განკუთვნილია
: 7-8 კლასის მოსწავლეთათვის, მათი ასაკია 12-13 წელი.
პროექტის შესრულების ვადაა: 1 წელი.
პროექტზე მუშაობის დამთავრების შემდეგ მოსწავლეები უკეთ გაიაზრებენ, რომ მწვანე მცენარეები ჩვენი გარემოს ძირითადი კომპონენტებია და შესაბამისად მათ გაფრთხილება და დაცვა სჭირდებათ.
პროექტი საინტერესო იქნება, როგორც მოსწავლეთათვის, ასევე მოზრდილებისათვის.
სამუშაო ენა: ქართული.
პროექტი ინტეგრირებულია გეოგრაფიასთან (გორის ბუნებრივი პირობების შესწავლა), მათემატიკასთან (მცენარეთა რაოდენობის სტატისტიკა), ისტორიასთან (ისტორიულ წარსულში გორის მცენარეთა სამყარო).
პროექტის ფასილიტატორი: იამზე ხომასურიძე.

ჩემი პორტფოლიო